ქართული ლიტერატურის
წრის ,,ნორჩი მკითხველის“
მუშაობის პროგრამა
(2017-2018 სასწავლო წლის II სემესტრი)
წრის დასახელება:
,, ნორჩი მკითხველი“
სკოლა- არასახელმწიფო
საერო სკოლა „ალბიონი“
კლასი-III
წრის მუშაობის განრიგი-ორშაბათი,მე-7
გაკვეთილი
დრო:45 წთ.
მოსწავლეთა რაოდენობა-11
მოსწავლე
წრის ხემძღვანელი:
ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნინო თვალიაშვილი
წრის მუშაობის მიზნები და ამოცანები:
.ძირითადი საკომუნიკაციო
უნარების(მოსმენა,საუბარი,კითხვა,წერა)განვითარება;
. მიზნობრივად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების(
მოთხრობა,ზღაპარი,იგავ-არაკი,ლექსი,...)გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი
აქტივობების გამოყენება
·
შემოქმედებითი
უნარის განვითარება
·
ჯგუფური
მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება
·
ქართული
და უცხოური ლიტერატურული შედევრების კითხვა და ანალიზი
წრის მუშაობის მოკლე მიმოხილვა:კითხვა არის საფუძველი
წიგნიერებისა,რომელიც თანამედროვე სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელი
პირობაა.ეს მიმართულება ემსახურება ნაირგვარი წერილობითი ინორმაციის წაკითხვისა და
გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას,მშობლიურისა და მსოფლიო სიტყვიერ ხელოვნებასთან
ზიარებას,მისი შემოქმედებითი ათვისების შესაძლებლობების განვითარებას.
გამართული
და გააზრებული კითხვის უნარების გამომუშავება მნიშვნელოვანია სასკოლო პროგრამის ნებისმიერი
დისციპლინის შესწავლის დროს. ხშირ შემთხვევაში მოსწავლეებს უჭირთ წაკითხული მასალიდან
დასკვნის გამოტანა, ნაწარმოების თემისა და იდეის ამოცნობა. ასევე აქტუალურია მოსწავლეთათვის
წიგნის კითხვის მოტივაციის შექმნა. ამ მიზნით გადავწყვიტე III კლასში
საწრეო მუშაობის ჩატარება. ვფიქრობ , რომ წრის მუშაობის შედეგად მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ გააზრებული კითხვის უნარ-ჩვევები.
ისინი გაეცნობიან ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებებს. შეხვედრების დროს გამოხატავენ
წაკითხულით აღძრულ განცდებს, განწყობას. მოსწავლეები შეძლებენ შთაბეჭდილებების წერილობით
გადმოცემას. შეეცდებიან თავადაც შექმნან მცირე ზომის ტექსტები. შეუყვარდებათ მხატვრული
ლიტერატურის კითხვა, გაუფართოვდებათ თვალსაწიერი.
ქართული ლიტერატურის
წრის თემატურ-კალენდარული გეგმა
III კლასი
საათების რაოდენობა- 18 სთ
|
N
|
თვე და რიცხვი
|
თემა
|
აქტივობა
|
რესურსი
|
|
1
|
5.02.18
|
შეხვედრა
წრის წევრებთან. სამუშაო თემატიკის გაცნობა
|
მინი ლექცია
|
|
|
2
|
12.02.18
|
გ.ტოგონიძის ,,პაწაწინა ყინულის ლოლუა და მზის სხივი“
|
ნაწარმოების წაკითხვა, გაანალიზება, ტექსტის მთავარი
სათქმელის ამოცნობა.ზღაპრის
შეთხზვა სახელწოდებით,, წვნიკა ლოლუა“
|
ლიტერატურული ზღაპრის ტექსტი,რვეული
|
|
3
|
19.02.18
|
ჩინური იგავ-არაკი ,,ჭორიკანა კაჭკაჭი“
|
იგავის წაკითხვა,
გაანალიზება.
|
იგავის ტექსტი
|
|
4
|
26.02.18
|
ბერძნული მითი-კავკასიონზე მიჯაჭვული ტიტანი
|
გონებრივი იერიში
ვენური დიაგრამა
(პრომეთესა და ამირანის შეპირისპირებით-შედარებითი
დახასიათება)
|
ბერძნულ-რომაული მითების კრებული;
ქართული მითების კრებული
|
|
5
|
5.03.18
|
ლ.სვიტლიას ლექსი ,,რვა მარტია,მაგრამ დედას არ საცლია“
|
ასოციაციური რუკის შევსება
|
ლ.სვიტლიას ლექსი
|
|
6
|
19.03.18
|
რ.ელენიძის
,,წუნია ,უჭმელა და უძღომელა“
|
პერსონაჟის დახასიათება
|
ლიტერატურული ზღაპრის ტექსტი,რვეული
|
|
7
|
26.03.18
|
ი.ტალიაშვილის ,,აღმზრდელი“
|
ნაწარმოების გაანალიზება
|
ი.ტალიაშვილის მოთხრობა
|
|
8
|
2.04.18
|
გ.ჩოხელის ,,ცასწავალა“
|
გმირის რუკის შედგენა
|
გ.ჩოხელის მოთხრობათა კრებული
|
|
9
|
9.04.18
|
რ.ინანიშვილის ,, ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა“
|
ვიზუალური სქემა-თავიდან-მერე-ბოლოს (სქემის შევსება)
|
რევაზ ინანიშვილის მოთხრობათა კრებული
|
|
10
|
16.04.18
|
ძმები გრიმები ,,სამი მრთველი ქალი“
|
ზღაპრის გაცნობა,ანალიზი
|
ძმები გრიმების ზღაპართა კრებული
|
|
12
|
23.04.18
|
სულხან-საბა ორბელიანის,,ორმოში ჩაგდებული მეფე“
|
იგავის გაცნობა, ანალიზი
|
სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკთა კრებული,რვეული
|
|
13
|
30.04.18
|
ვაჟა-ფშაველას ,,მელია სერეფენია“
|
გმირის რუკის შედგენა
|
ვაჟა-ფშაველას მოთხრობათა კრებული,რვეული
|
|
14
|
7.05.18
|
ა.ლინდგრენის ,,ბიულერბიუელი ბავშვები“
|
კითხვა-პასუხი
|
ა.ლინდგრენის ,,ბიულერბიუელი ბავშვები“
|
|
15
|
14.05.18
|
გ.პეტრიაშვილის ,, წვიმის მოყვარული კაცის ამბავი“
|
ნაწარმოების გაანალიზება.
|
გ.პეტრიაშვილის მოთხრობათა კრებული
|
|
16
|
21.05.18
|
ჰანს ქრისტიან ანდერსენის,,გულადი კალის ჯარისკაცი“
|
ზღაპრის გაცნობა, ანალიზი
|
ანდერსენის ზღაპრების კრებული
|
|
17
|
28.05.18
|
მ.ლებანიძის ,,შენ გიტოვებ,ეს ქვეყანა შენია ‘’
|
ლექსის მხატვრულად წაკითხვა
|
მ.ლებანიძის ლექსების კრებული
|
|
18
|
4.06.18
|
წრის შემაჯამებელი
ღონისძიება
|
|
|






No comments:
Post a Comment