ღია გაკვეთილები


გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელის სახელი,გვარი: ნინო თვალიაშვილი
პირადი ნომერი: 01013006332
გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 27 აპრილი
საგანი- ქართული ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი - დაწყებითი საფეხური,II კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 11 მოსწავლე
გაკვეთილის თემა: პატარა და სუსტ არსებასაც შეუძლია დაეხმაროს ძლიერს (ი.გოგოებაშვილის ,,ლომი და თაგვის“მიხედვით)
გაკვეთილის მიზანი:
·         მოსწავლემ შეძლოს იგავის სათაურის ლოგიკურად დაკავშირება ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან, სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებთან, მხატვრულ ფილმებთან და სხვა.
·         მოსწავლემ შეძლოს  კითხვის სტრატეგიების გამოყენება იგავ-არაკის შინაარსის ზუსტად, დეტალურად გაგებისათვის.
·         მოსწავლემ შეძლოს  იგავ-არაკის პერსონაჟებზე, მათ ქმედებებზე დაკვირვებით იგავის მორალის სწორად ამოცნობა და ყველა შესაბამისი დასკვნის გამოტანა

სტანდარტი-
   ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ თხრობას;
·         ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ
·         (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.)

·         გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა, შემეცოდა და ა. შ.);
·         მონაწილეობს პერსონაჟის, ობიექტის ან მოვლენის ჯგუფურ დახასიათებაში;

         ქართ.II.3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების  მეტყველებაში გამოყენება

         ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;

·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს (კითხვის ტექნიკის დაუფლების ხელშეწყობის მიზნით შედგენილ ტექსტებს, საბავშვო ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს, ფრაგმენტებს მოთხრობებიდან, იგავ-არაკებსა და სხვ.); ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას;
·         პოულობს და კითხულობს ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს.

ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება

რესურსები: II კლასის სახელმძღვანელო ( ქართული ენა,ვ.როდონაია, მ.მირიანაშვილი, ლ.ვაშაკიძე, ა.არაბული)
საკლასო-საშინაო წერის რვეულები,თაბახის ფერადი ფურცლები,დაფა,ცარცი
შეფასების სქემები




აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
   დრო

1

მივესალმები მოსწავლეებს. გავაცნობ გაკვეთილის თემას,გაკვეთილის მიზანსა და 
შეფასების კრიტერიუმებს

ლექციური

მთელი კლასი

შეფასების კრიტერიუმები

2წთ
2
მოსწავლეებს უნდა მოეძიებინათ და ჩაეწერათ რვეულებში ინფორმაცია ლომისა 
და თაგვის შესახებ.ინფორმაციას წავაკითხებ და
შემდე შევეკითხები:                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                   თაგვზე საუბრის დროს რა გახსენდებათ?როგორია თაგვი თქვენ მიერ დასახელებულ 
ზღაპრებში,მულტფილმებსა და თამაშებში?რა იცით ლომის შესახებ,სად ბინადრობს 
.რაიმე ზღაპარი თუ წაგიკითხავთ ლომზე ან მულტფილმი თუ გინახავთ?

დემონსტრირება
გონებრივი იერიში
კითხვა-პასუხი



მთელი კლასი

მოსწავლის რვეული

5წთ
3
წყვილებად დავყოფ კლასს. შევახსენებ წყვილში მუშაობის წესებს,დროის
 ლიმიტს.თითოეულ წყვილს დავურიგებ სხვადასხვა ფერის თაბახის ფურცლებს
 I-II წყვილი პატარა თაგუნას მეგობრები არიან;III-IV წყვილი ლომის.მოილაპარაკონ 
ერთმანეთში და დაწერონ ფურცელზე,როგორია თაგვი და როგორია ლომი,
ჩამოწერონ ლომისა და თაგვის თვისებები.

ლექციური

წყვილში

თაბახის ფერადი ფურცლები

8წთ
4
 განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ წყვილიდან ერთ-ერთი წევრი კითხულობს
 წყვილის მიერ ჩამოწერილ სიტყვებს.დაფა გაყოფილია ორ გრაფად,ერთს აწერია
 ლომი,მეორეს-თაგვი.დაფაზე ჩამოიწერება ლომისა და თაგვის მახასიათებელი
 თვისებები

პრეზენტაცია

წყვილში
თაბახის ფერადი ფურცლები,დაფა ,ცარცი

10წთ
5
მოსწავლეებს ვეკითხებირა აქვთ საერთო ლომსა და თაგვს,გარდა იმისა,რომ ცხოველები არიან?შეუძლია თუ არა სუსტ თაგვს ძლიერი ლომის დახმარება?
სავარაუდო პასუხების შემდეგ მივმართავ-ახლა ვნახოთ,ჩვენს მოთხრობაში რა მოხდება.გადაშალეთ წიგნები და  წაიკითხეთ სათაური.  ვინ იქნებიან ამ მოთხრობის მოქმედი პირები?მოსწავლეები წაიკითხავენ ტექსტს მთლიანადაც და გაგრძელებითაც


ლექციური



ინდივიდუალური


სახელმძღვანელო


5წთ
6
ტექსტის წაკითხვის დასრულებისას   მოსწავლეებს ვუსვამ შემდეგი სახის კითხვებს
 და ვამოწმებ,რამდენად კარგად გაიგეს შინაარსი.რა განსაცდელში ჩავარდა პატარა
 თაგვი?რა სთხოვა მან ლომს?როგორ ფიქრობთ,რატომ გაიცინა ლომმა?რა შეემთხვა
 ლომს?რამ გადაარჩინა იგი?რა უთხრა თაგვმა ლომს?


კითხვა-პასუხი


მთელი კლასი


სახელმძღვანელო


5წთ

7
კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ დაწყვილებულ მოსწავლეებს ვთხოვ,რომ 
ფურცელზე დაწერონ ,რამ გააერთიანა ძლიერი ლომი და სუსტი თაგვი?

ლექციური

მთელი კლასი

სახელმძღვანელო

5წთ
8
შემდეგ თითოეული წყვილის წარმომადგენელი კითხულობს თავის ჩანაწერს.
დაფაზე დაფიქსირდება შეჯამებული და შეჯერებული აზრები.მოსწავლეები 
ამოიცნობენ და გაიგებენ ტექსტიდან,რომ პატარა და სუსტ არსებასაც შეუძლია
,დიდსა და ძლიერს დაეხმაროს,გაუკეთოს სიკეთე,გადაარჩინოს.შევაფასებ 
 მოსწავლეებს განმავითარებელი კომენტარებით. მივცემ დავალებას-,,ლომი და 
თაგვი“ისწავლონ თხრობით (გვ.92)




5წთ
                              



        





   გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
        მოსწავლეები შეძლებენ  ტექსტის შინაარსის გაგებას;
        მოსწავლეები შეძლებენ იგავის სათაურის ლოგიკურად დაკავშირებას ცხოვრებისეულ    გამოცდილებასთან,სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებთან თუ მხატვრულ ფილმებთან;
       მოსწავლეები შეძლებენ იგავ-არაკის პერსონაჟებზე,მათ ქმედებებზე დაკვირვებით იგავის მორალის ამოცნობას და ყველა შესაბამისი დასკვნის გამოტანას;
       მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ წყვილში მუშაობის უნარ-ჩვევები; 
მოსწავლეებს შევაფასებ განმავითრებელი შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით.




  

No comments:

Post a Comment